სასარგებლო რჩევები
ძვირფასო ოპერებო, მას შემდეგ რაც საქმის ფორმალურ მხარეს მოაგვარებთ და ჯერი უშუალოდ გამომგზავრებაზე მიდგება, სასურველია თუ გაითვალისწინებთ შემდეგს:
თქვენი მხრიდან კეთილგანწყობის გამომხატველი იქნებოდა, თუკი მასპინძელი ოჯახის წევრებს სიმბოლურ საჩუქრებს ჩამოუტანდით მშობლიური ქვეყნიდან. რასაკვირველია, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.
სასურველი იქნება, თუკი ჩამოსვლისას თან იქონიებთ დაახლოებით 50 ევროს ოდენობის თანხას, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ მანამ, სანამ პირველ ანაზღაურებას გადაგიხდიან.
გთხოვთ, ჩამოსვლამდე გაეცნოთ გერმანიაზე ინფორმაციას www.deutschland.de.
იდეალურ ვარიანტია საქართველოშივე გერმანული ენის რამდენიმე კურსის გაკეთება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ანკეტა და გამოგვიგზავნოთ info@aupair-project.de-ზე. ყველა საჭირო საბუთის (4-10 მეგობრული სურათი, მოტივაციის წერილი, CV, ენის სერტიფიკატისა და პასპორტის ასლი) მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ განიხილება თქვენი მონაცემები და ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ უახლოეს დროში.