ოპერად (ფრ. Au-Pair - თანასწორი, ურთიერთსწორი) იწოდება ახალგაზრდა, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, იფართოვებს კულტურულ თვალსაწიერს და იღრმავებს მასპინძელი ქვეყნის ენის ცოდნას. კულტურული გაცვლის ეს პროგრამა სტუმარ-მასპინძლის ურთიერთსწორ თანამშროლობას ეფუძნება.

ოპერი ეხმარება მასპინძელ ოჯახს ბავშვების მოვლასა და მსუბუქ საოჯახო საქმეებში, მასპინძელი ოჯახი კი უზრუნველყოფს მას საცხოვრებელი ადგილით, საკვებითა და ჯიბის ფულით.

პროგრამის ხანგრძლივობა მკვეთრადაა განსაზღვრული (არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვე).

ვის შეუძლია იყოს ოპერი?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ოპერი შეიძლება იყოს 18-დან 26 წლამდე გოგონა ან ვაჟი, რომელმაც იცის გერმანული ენა, აქვს სასკოლო განათლება (საშუალო სკოლა) და ამ პროგრამის ფარგლებში ჯერ არ ყოფილა გერმანიაში. იგი ქვეყანაში უნდა მიიწვიოს ოჯახმა, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, ოჯახის მინიმუმ ერთი სრულწლოვანი წევრი არის გერმანიის, ევროკავშირის ან შვეიცარიის მოქალაქე და გერმანული ენა მათთვის მშობლიურია.

რა შეიძლება ევალებოდეს მომავალ ოპერს?

ოჯახის მცირეწლოვან წევრებზე ზრუნვა:

რა მოვალეობა აკისრია მასპინძელ ოჯახს ოპერის წინაშე?

მასპინძელი ოჯახი ვალდებულია, უზრუნველყოს ოპერი ცალკე ოთახით, საკვებითა და ჯიბის ფულით (თვიურად არანაკლებ 260 ევრო), ჯანმრთელობის დაზღვევით. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაიხადონ ენის კურსების საფასური და სამგზავრო ბილეთის (თვიურად დაახლოებით 60 ევრო) ღირებულება.

რისი უფლება აქვს და როგორ ნაწილდება ოპერის სამუშაო დრო?

ოპერის სამუშაო დრო კვირაში 30 საათამდეა (დღიურად საშუალოდ 6 სთ.) შეზღუდული.

მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კვირაში ერთი სრული თავისუფალი დღე და ოთხი თავისუფალი საღამო.

ოპერობის ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვს ისარგებლოს ოთხკვირიანი შვებულებით, რომელიც ანაზღაურდება. შესაძლებელია, შვებულების ეს დღეები ოჯახთან შეთანხმებით სურვილისამებრ გადაანაწილოს.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ანკეტა და გამოგვიგზავნოთ info@aupair-project.de-ზე. ყველა საჭირო საბუთის (4-10 მეგობრული სურათი, მოტივაციის წერილი, CV, ენის სერტიფიკატისა და პასპორტის ასლი) მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ განიხილება თქვენი მონაცემები და ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ უახლოეს დროში.